← მთავარი
სპორტი

"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა

2 სექტემბერი, 2026 · წყარო: sportall.ge

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინამ პოდგორიცაში მონტენეგრო 98:89 დაამარცხა და 6 მოგებით I ჯგუფში გალიდერდა. 5 მოგებით მეორე ადგილზე ესპანეთია, ამდენივეთი მესამეზე საქართველო, მეოთხეზე 4 მოგებით საბერძნეთი, მეხუთეზე კი 4-ით მონტენეგრო.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა და თქვა, რომ იმ სავარძელში ზის, რომელშიც ცოტა ხნის წინ მონტენეგროელთა თავკაცი ზვეზდან მიტროვიჩი იჯდა:

„ამ სავარძელში ლეგენდა იჯდა, ოსტატი, მაესტრო! ზვეზდან მიტროვიჩს დაახლოებით 30 წელიწადია ვიცნობ. შეხება მქონდა, როდესაც მოთამაშე ვიყავი, შემდეგ კი მწვრთნელად მუშაობისას. და ახლაც ვგრძნობ მისი უზარმაზარი უკანალისგან სითბოს.

კალათბურთში მთავარი საბოლოო შედეგია, ან აგებ ან იგებ. წარმოუდგენელი სამუშაო გავწიეთ. მოგებით მართლაც ბედნიერი ვარ. ასევე უნდა გავაგრძელოთ. როგორც მისტერ ოლექსანდრ კოვლიარმა (გუნდის თავდამსხმელი) თქვა, ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა და ამას უნდა მივაღწიოთ“.

იქამდე უკრაინამ რიგაში საბერძნეთს 82:76 სძლია და ბაგატსკისმა გამარჯვებაზე მაშინაც ცოტა არ იყოს უცნაური კომენტარი გააკეთა: „რეალურად საყაიმო თამაში იყო, ქულა ქულაში მიდიოდა. პირველი მეოთხედის დასაწყისში ივან ტკაჩენკომ ორი სამქულიანი ჩააგდო და დავწინაურდით. როდესაც ბერძნები თამაშში დაბრუნებას შეეცადენ, დენის ლუკაშოვი დაცვაში წარმოუდგენლად გაისარჯა. ასევე ანდრეი ვოინალოვიჩმა ორი სამქულინი ჩააგდო. შესაძლოა, მე ასე უნდა ვთქვა: სწორედ ამ მომენტში ამ სამმა ბიჭმა ჩვენი უკანალი გადაარჩინა“.

← მთავარი