← მთავარი
სპორტი

[ინტერვიუ] მეკარე, რომელმაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა: "ახალგაზრდა ცოტა თავს თუ გამოიჩენს, ეგრევე გაყიდვაზე და ფულის შოვნაზე ფიქრობენ, იმის მაგივრად, რომ ეს ფული კლუბს მოახმარო" | Lelo.Ge

11 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ინტერვიუ] მეკარე, რომელმაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა:

“გილოცავთ ბიჭებო. კომენტარებს რომ გადახედო, მოგებითაც არ არის ხალხი კმაყოფილი. ასეთი არაფერი მინახავს. აქამდე ერთ თამაშსაც რომ ვერ ვიგებდით და ეგ გვქონდა სანატრელი. ახლა ბიჭებმა გასვლაზე მოიგეს და სახლში უპირატესობით ბრუნდებიან.

რომ გაიძახით 10-კაციან გუნდს გოლი როგორ გაატანინეთო, ზოგჯერ შეხვედრას 10-კაციანი გუნდებიც ატრიალებენ. იმის მაგივრად, აქოთ და გვერდში დაუდგეთ ბიჭებს, მოგებული მატჩის მერეც ნეგატივს ეძებთ. დიდი შანსია, პირველად გავიდეთ კონფერენსლიგის პლეი-ოფში და შანსია ჯგუფშიც შევიდეთ.

თქვენ დგახართ და კიდევ რაგაც სისულელე კომენტარებს წერთ. თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, ჯიგრები ხართ, წარმატებები! მჯერა, წელს ჯგუფშიც შეხვალთ”, - ასეთი ემოციური პოსტით გამოეხმაურა ბაჩო მიქავა თბილისის “იბერია 1999-ის” საგარეო გამარჯვებას ტალინის “ფლორასთან”.

ცხადია, ეს პოსტი მხოლოდ “იბერიას” არ ეკუთვნის. ქართული კლუბების წარუმატებლობის გამო ინერციით ყველა შემთხვევაში ნეგატივი ისმის, კარგ ამბებზეც კი, და ყოფილი ფეხბურთელის რეაქცია ნიშანდლობლივი აღმოჩნდა.

ყოფილი მეკარე ბაჩო მიქავა თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილია. მან საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრებში კი 2013 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე “პირველი ნომერი” იყო. ბევრ გუნდში ითამაშა - “ლოკომოტივში”, “ტორპედოში”, ქუთაისის “ტორპედოში”, ფოთის “კოლხეთში”, თბილისის “მერანში”, “ზესტაფონში”, ბოლოს რეგიონული ლიგის “ირაოშიც” იყო, ხოლო კარიერა 2023 წელს დაასრულა…

ქართული გუნდს გამხნევება სჭირდება

ხარისხი არა, შედეგი კი მომეწონა

…ეს არასწორი მენეჯმენტის შედეგია

მაშინ უფრო კარგი დონე იყო…

← მთავარი