[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა00:02/15-06-2026+-მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში შვედეთმა ტუნისი 5:1 დაამარცხა. გრემ პოტერის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთზე წარმოშობით ტუნისელმა აიარიმ შვედეთი დააწინაურა. 30-ე წუთზე ალექსანდერ ისაკმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 43-ე წუთზე ტუნისელთა მცველმა ომარა რეკიკმა ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმში შვედეთი კვლავ უტევდა, 59-ე წუთზე ალექსანდერ ისაკის პასით ვიქტორ იოკერეშმა ისარგებლა და მიმდინარე მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა. 86-ე წუთზე კვლავ ისაკის საგოლე პასით, ამჯერად მატიას სვანბერგმა გაიტანა. 90+6 წუთზე აიარიმ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მეორე ტურში, 20 ივნისს ნიდერლანდები შვედეთს, 21 ივნისს კი ტუნისი იაპონიას შეხვდება. მონტერეი. „ესტადიო BBVA“ შვედეთი - ტუნისი 5:1 გოლები: 1:0 აიარი (7), 2:0 ისაკი (30), 2:1 რეკიკი (43), 3:1 იოკერეში (60), 4:1 სვანბერგი (86), 5:1 აიარი (90+6)თეგები:შვედეთის ნაკრებიტუნისის ნაკრები(1) / (3)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ