საზოგადოება
ინტრონიზაციაზე ორი ეპისკოპოსი არ დასწრებია — მიტროპოლიტი დანიელი
14 მაისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ ცერემონიაზე ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ეპისკოპოსი დასწრებია.
„გუშინდელ დღეს [ინტრონიზაციას] ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ მათი არ დასწრების მიზეზი იყო პროტესტი. არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, რომელიც მიესალმა და ძალიან კეთილგანწყობილია ახალი პატრიარქის მიმართ,” — განაცხადა მიტროპოლიტი დანიელი.