← მთავარი
სპორტი

ბათუმის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლების პირველი კომპლექტი ცურვაში გათამაშდა

3 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ბათუმის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლების პირველი კომპლექტი ცურვაში გათამაშდა

ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლების პირველი კომპლექტი გულაღმა ცურვაში გათამაშდა.

გოგონათა გათამაშებაში ფესტივალის პირველი ჩემპიონი გახდა თბილისის წარმომადგენელი ანა ივანოვა, ვერცხლი — ასევე თბილისელმა ელენე ზაქაიძემ დაიმსახურა, ბრინჯაო კი ბარბარე გვიმრაძეს (იმერეთი) ერგო.

ვაჟთა შორის ოქრო ლაზარე სიხარულიძეს (თბილისი) დაეუფლა, ვერცხლი — დემეტრე ციხისელს (იმერეთი), ბრინჯაო — იოანე ქამადაძეს (აჭარა).

გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

← მთავარი