← მთავარი
საზოგადოება

„ბოლო ზარის” დღეს კახეთში ავტოავარია მოხდა — მოსწავლეები გადამყვანი მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

19 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
„ბოლო ზარის” დღეს კახეთში ავტოავარია მოხდა — მოსწავლეები გადამყვანი მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

სოფელ წინანდალთან, „ბოლო ზარის” სადღესასწაულო ღონისძიებიდან დაბრუნებისას, ავტოავარია მოხდა. Volkswagen Golf-ი, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები და ერთი მშობელი იმყოფებოდნენ, განათების ბოძს შეეჯახა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

თვითმხილველთა ცნობით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვეღარ დაიმორჩილა საჭე, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ავტომობილი გადავარდა. ადგილზე პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო ჯგუფები მობილიზდნენ.

პირველადი ინფორმაციით, ერთი მოსწავლე დაშავდა — მსუბუქი დაზიანებებით.

← მთავარი