სპორტი
[VIDEO] სენსაცია და ლამაზი გოლები - ავსტრალიამ თურქეთი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში ავსტრალიამ თურქეთი 2:0 დაამარცხა.
შეხვედრა თურქეთის ნაკრების უპირატესობით წარიმართა და მონტელას გუნდმა მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა ავსტრალიის დაცვის ხაზი და მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.
27-ე წუთზე ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ირანკუნდამ ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა. 75-ე წუთზე კი ავსტრალიის ნაკრებმა კონტრშეტევა განახორციელა და 75-ე წუთზე მეტკალფმა მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.
მეორე ტურში, 19 ივნისს აშშ ავსტრალიას, 20 ივნისს კი თურქეთი პარაგვაის დაუპირისპირდება.
ვანკუვერი. „ბი-სი პლეისი“ ავსტრალია - თურქეთი 2:0 გოლები: 1:0 ირანკუნდა (27), 2:0 მეტკალფი (75)თეგები:ავსტრალიის ნაკრებითურქეთის ნაკრები(3) / (0)