მსოფლიო
Atlantic Council: ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად აზერბაიჯანს იარაღს სთავაზობს
Atlantic Council-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს 907-ე სექციით გათვალისწინებული შეზღუდვის მოხსნას — ეს ნორმა ათწლეულების განმავლობაში კრძალავდა პირდაპირ სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანისთვის.
შეთავაზება პირობითია: ბაქო ვალდებული გახდება გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და სომხეთიდან ნაომრები სამხედრო ტყვეები. ამ „დიდი გარიგების” სანაცვლოდ ვაშინგტონი შეიარაღების ბაზარს გაუხსნის.
მოლაპარაკების ვადები სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზეა მიბმული: ანალიტიკოსთა შეფასებით, ვაშინგტონი კონკრეტულ შედეგებს ამ თარიღამდე ცდილობს მიაღწიოს.