საზღვაო სააგენტო: ბათუმის პორტში Astoria Grande-ს შემოსვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande-ს შემოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება — ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განაცხადებს ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბათუმის ნავსადგურში „არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება”.
„მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი და ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად. საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებებისა და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების სრული დაცვით”, — ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან შეიკავოს და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნოს.