სპორტი
„ასტონ ვილამ” „ფრაიბურგი” 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპა ლიგა მოიგო
სტამბოლში, „ბეშიქთაშის” სტადიონზე გამართულ ევროპა ლიგის ფინალში „ასტონ ვილამ” „ფრაიბურგი” 3:0 დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში პირველად გახდა გამარჯვებული. გოლები: ტილემანსი (41’), ბუენდია (45+3’), როჯერსი (58’).
ეს 1982 წლის შემდეგ ბირმინგემული კლუბის ყველაზე დიდი ევროპული წარმატებაა — მაშინ „ვილამ” ევროპის ჩემპიონთა თასი და სუპერთასი მოიგო. მწვრთნელ უნაი ემერის ეს ევროპა ლიგის მეხუთე ტიტულია — პირადი რეკორდი ტურნირის ისტორიაში. „ასტონ ვილას” გარემარბი ჯეიდონ სანჩო კი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროპის სამივე ტურნირის (ჩემპიონთა ლიგა, ევრო ლიგა, კონფერენს ლიგა) ფინალში ზედიზედ სამ სეზონში ითამაშა.