მსოფლიო
CENTCOM: აშშ ირანში სამხედრო ოპერაციას აფართოებს — „გაუმართლებელი აგრესიის" საპასუხოდ
ამერიკის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, პრეზიდენტის მითითებით ირანში განთავსებული რამდენიმე სამიზნის წინააღმდეგ დამატებითი „თავდაცვითი” დარტყმები დაიწყო.
ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ირანის მხრიდან „გაუმართლებელ და გაგრძელებულ აგრესიაზე” პასუხს უწოდებს. CENTCOM-ის განცხადებით, სამხედრო მოქმედებები „თავდაცვით ხასიათს ატარებს და რეგიონში არსებული საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად”.