სპორტი
არშავინი: კვარაცხელია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთელებში შევჩენკოს შემდეგ საუკეთესოა
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა Fonbet-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთელებში ანდრეი შევჩენკოს შემდეგ ყველაზე ძლიერია.
„ხვიჩა კვარაცხელია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთელებში ანდრეი შევჩენკოს შემდეგ საუკეთესოა. პირველი შევჩენკოა, მეორე — „კვარა”” — განაცხადა არშავინმა.
„არსენალის” ყოფილი შემტევი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა და ქუჩიდან ცეკვის ვიდეოც გამოაქვეყნა.
კვარაცხელიამ ბოლო სეზონი „ნაპოლის” ფერებში გაატარა, სადაც ისევ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად დაამტკიცა თავი. ანდრეი არშავინმა კი ფეხბურთელის კარიერა 2018 წელს ყაზახური კლუბ „კაირატის” შემადგენლობაში დაასრულა.