„არსენალს” ფინალამდე მიკელ მერინო დაუბრუნდა — კვარაცხელია ნომინალური ფლანგის გარეშე
„არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კარგი ამბავი მიიღო: ესპანელი ნახევარმცველი მიკელ მერინო გუნდს დაუბრუნდა. ფეხბურთელი თებერვლიდან მარჯვენა ტერფის ძვლის ტრავმის გამო ასპარეზს ვერ ებმოდა, ოპერაციასა და რეაბილიტაციას გადიოდა.
მერინო უკვე „არსენალის” განკარგულებაშია. პრემიერლიგის ბოლო ტურში, „კრისტალ პალასის” წინააღმდეგ, ის სამატჩო განაცხადში იქნება.
კვარაცხელიას „მეურვე” — კვლავ კითხვის ნიშნით
ჯიურიენ ტიმბერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფინალამდე გაურკვეველი რჩება. სწორედ ტიმბერი პასუხისმგებელია ხვიჩა კვარაცხელიაზე მარჯვენა ფლანგზე. „მეთოფეებს” ამ პოზიციაზე ნომინალური ფეხბურთელი არ ჰყავთ — ტიმბერის არარსებობის შემთხვევაში კრისტიან მოსკერა ასრულებს ამ ფუნქციას.
მიმდინარე სეზონში მიკელ მერინომ 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.