სპორტი
„არსენალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ძირითადი მარჯვენა განაპირა მცველი დაუკარგავს
ლონდონის „არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ნომინალური მარჯვენა განაპირა მცველის გარეშე დარჩა.
„ვესტ ჰემთან” (1:0) მატჩში ბენ ვაითი დაშავდა და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა. ავტორიტეტული ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ცნობით, 28 წლის ინგლისელის სეზონი დასრულდა. დიდი შანსია, ვაითმა ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ მიიღოს მონაწილეობა.
„არსენალს” ასევე ჯერ კიდევ აკლია ცენტრალური დამცველი იურიენ ტიმბერი. მისი გამოჯანმრთელების ვადა უცნობია.
შესაბამისად, 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ” გელოდება, ვაითის ნაცვლად ან ცენტრალური მცველი კრისტიან მოსკერა ითამაშებს, ანდა ნახევარმცველი დეკლან რაისი — ორივე ამპლუათ სხვა.