სპორტი
ბენ ვაითი ინიურიაში — „არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ნომინალური მარჯვენა განაპირა მცველის გარეშე დარჩა
ლონდონის „არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სერიოზული ინიურიული პრობლემის წინაშე დადგა. „ვესტ ჰემთან” (1:0) მატჩში მარჯვენა განაპირა მცველი ბენ ვაითი დაზიანდა და მოედანი ვადამდე დატოვა.
ავტორიტეტული ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ამბობს, რომ ვაითთვის სეზონი დასრულდა. გარდა ამისა, დიდი შანსია, 28 წლის ინგლისელი ივნისის მსოფლიო ჩემპიონატშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა.
„არსენალს” კიდევ ერთი ძირითადი მცველი — ნიდერლანდელი იურიენ ტიმბერი — ასევე გამოთიშულია, და მისი გამოჯანმრთელების ვადა ჯერ უცნობია.
30 მაისის ფინალამდე ტიმბერი თუ ვერ მოახერხებს გამოჯანმრთელებას, PSG-ს — ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს — წინააღმდეგ ცენტრალური მცველი კრისტიან მოსკერა ან ნახევარმცველი დეკლან რაისი გამოვა მარჯვენა განაპირელის პოზიციაზე.