← მთავარი
მსოფლიო

სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ახალი სპიკერი ეყოლება - რუბენ რუბინიანი

25 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ახალი სპიკერი ეყოლება - რუბენ რუბინიანი

პარლამენტის მოქმედი სპიკერი ალენ სიმონიანი, - რომელიც ანტირუსული პოზიციებით გამოირჩევა, - 2021 წლიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.სპიკერის პოსტისათვის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ შიგნით სამი კანდიდატი იბრძოდა: თავად სიმონიანი, ასევე რუბენ რუბინიანი და ჰაიკ კონჯორიანი.25 ივნისს ნიკოლ ფაშინიანმა „სამოქალაქო კონტრაქტის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა: „პარტიაში დისკუსიებისა და ფარული კენჭისყრის შედეგად, ეროვნული ასამბლეის სპიკერის კანდიდატის პოსტზე არჩეულია რუბენ რუბინიანი“.36 წლის რუბენ რუბინიანი ალენ სიმონიანის მოადგილე (პარლამენტის ვიცე-სპიკერი) იყო. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ალენ სიმონიანი.

ასევე ნახეთ

ლავროვი: უცნაურია საუბარი სომხეთისკენ ჩრდილოეთიდან მომავალ საფრთხეებზე

რუბინიანის თქმით, ვიცე-სპიკერებს მომდევნო დღეებში აირჩევენ.რუბინიანი ამ დრომდე სომხეთს ასევე წარმოადგენდა სომხურ მხარეს თურქეთთან მოლაპარაკებებში.

ასევე ნახეთ

თურქმა და სომეხმა დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს საზღვრისპირა არეალში

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დარჩება თუ არა ამ მოლაპარაკებების მწარმოებლად, რუბინიანმა გვიპასუხა: „არ ვიცი, არც მიფიქრია ამაზე, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხუთი წუთის წინ, არ გვქონდა ამაზე საუბრის დრო“.ახალ სპიკერს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სესიაზე აირჩევენ.

ასევე ნახეთ

არჩევნები სომხეთში - 6 მანდატი საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ფაშინიანი მილოცვებს იღებს

← მთავარი