← მთავარი
მსოფლიო

სომეხი მილიარდერი ცარუკიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების შემდეგ ნოეს კიდობანს ააგებს

15 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
სომეხი მილიარდერი ცარუკიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების შემდეგ ნოეს კიდობანს ააგებს

სომეხმა მილიარდერმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა გაგიკ ცარუკიანმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესო ქრისტეს ქანდაკების მშენებლობის დასრულების შემდეგ ნოეს კიდობნის მონუმენტური მემორიალის შექმნა გამოაცხადა. ამის შესახებ OC Media წერს.

ცარუკიანი ამბობს, რომ ეს ობიექტები „მილიონობით ტურისტს მიიზიდავს”. ამასთან, ის ამ პროექტს, ასევე, პოლიტიკური ჩარჩოს სახით ხედავს — თავის „საარჩევნო პლატფორმას” „სომხეთთვის წინადადება” ის „პოლიტიკურ და სამოქალაქო ნოეს კიდობანს” უწოდებს, რომელიც ქვეყანას „ხსნისა და აღორძინებისკენ” წაიყვანს.

OC Media-ს ცნობით, ოთხშაბათს ტავუშის რეგიონში ცარუკიანმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა — კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ ფაშინიანი ქვეყანაში 300 000 აზერბაიჯანელის შეშვებას გეგმავს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ცარუკიანი რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს ან პაკისტანს სომხეთის „უსაფრთხოების გარანტების” პოტენციურ წყაროებად ასახელებს, თუმცა კონკრეტულ მექანიზმებს არ მიუთითებს.

33-მეტრიანი იესო ქრისტეს ქანდაკების მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო.

← მთავარი