"მე არ ვაპირებ ამ დედა****ლი მანქანის მიღებას არმანისგან....", "ერთი სული მაქვს, როდის მიგბეგვავ" - არმან ცარუკიანმა ჯასტინ გეიჯის მანქანა უყიდა, თუმცა ამის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
UFC-ს მებრძოლებს შორის ოქტაგონს მიღმა დაპირისპირება იშვიათი არ არის. ამჯერად ყურადღებას კვლავ სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი იპყრობს, რომელლიც ილია თოფურიას შემდეგ, უკვე ჯასტინ გეიჯისაც დაუპირისპირდა.
ცარუკიანმა გეიჯის მიმართ ტონი და დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ბრძოლის შემდგომ არმანისგან საჩუქრის მიღებაზე უარი განაცხადა.
გასულ უქმეებზე, ჯასტინ გეიჯმა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა, როდესაც UFC Freedom 250-ის მთავარ ღონისძიებაზე, მეოთხე რაუნდში, ილია თოფურია დაამარცხა. თეთრ სახლში მოპოვებული ამ სენსაციური გამარჯვებისთვის “The Highlight“-მა (ჯასტინ გეიჯის მეტსახელი) დამატებით $825,000 გამოიმუშავა “საღამოს საუკეთესო ბრძოლისა“ და “საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსების სახით, რომლებიც ამ ისტორიული ღამის გამო საგრძნობლად იყო გაზრდილი. თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი ბონუსი, რომლის მიღებაც გეიჯის შეეძლო, რადგან არმან ცარუკიანმა მას შეატყობინა, რომ ამ ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად, საჩუქრის გაგზავნას აპირებდა. მსუბუქი წონის ნომერ პირველმა პრეტენდენტმა არმან ცარუკიანმა უზარმაზარი ფსონი – $1 მილიონი დადო გეიჯის სენსაციურ და $5.7 მილიონი მოიგო. ცარუკიანმა განაცხადა, რომ აპირებდა სპორტსმენისთვის პიკაპი ეყიდა.
მიუხედავად ამისა, ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას, ჯასტინ გეიჯიმ მკაფიოდ თქვა, რომ ის ცარუკიანისგან არანაირ საჩუქარს არ მიიღებს.
“მე არ ვაპირებ ამ დედა**ლი პიკაპის აღებას არმანისგან, გამორიცხულია, რომ მისგან მანქანა მივიღო. მან თქვა, რომ პიკაპს მიყიდდა, მაგრამ მე ამ საჩუქარს არასდროს მივიღებ. იმ მანქანით ვერ ვივლი, რომელიც ვიღაც ტიპმა მიყიდა”, - თქვა ჯასტინმა.
ჩემპიონის ამ კომენტარებმა საერთოდ არ ასიამოვნა “ახალქალაქელს“ (არმან ცარუკიანის ზედმეტსახელი), რომელმაც საპასუხოდ გეიჯის “ნაბიჭვარი“ უწოდა მისი “კეთილი ჟესტის” უარყოფის გამო.
“ჯასტინი ამბობს, “მე არ ვაპირებ მანქანის აღებასო“, ჰოდა მეც ვთქვი: “ფეხებზე მკიდია, აღარც მივცემ-მეთქი“, თუ მას ეს არ უნდა, ესე იგი არც იმსახურებს. გუშინ ვუყურე ამ ვიდეოს და შოკში ჩავვარდი, ვიფიქრე: ეს რა ჯანდაბაა-მეთქი? - ანუ, თუ არ გინდა, წადი შენიც… მათ უკვე გამიმზადეს ეს მანქანა, ასე რომ ახლა სხვას უნდა გადავცე და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მას ჩემს ერთ-ერთ გამომწერს ვაჩუქებ”, - თქვა ცარუკიანმა ნინა დრამსთან ლაივ სტრიმის დროს. როგორც ჩანს, ამ ორ მებრძოლს შორის ოქტაგონზე შეხვედრა გარდაუვალია, რადგან სომეხი სპორტსმენი უკვე დიდი ხანია იკავებს წონის ნომერ პირველი პრეტენდენტის პოზიციას. “ახლა უკვე ოქტაგონზე გამოვასწორებ ამას, მოუთმენლად ველოდები ჩვენს ბრძოლას. თუ ამბობ, რომ ჩემი ნაჩუქარი მანქანა არ გინდა და მასში არ ჩაჯდები, ჰოდა წადი შენიც… ელემენტარული მადლობა გადაგეხადა ასეთი უხეშობის ნაცვლად, საერთოდ რა საქციელია?! რატომ იქცევა ასე ნაძირალასავით?! ნამდვილი ლაჩარია, ერთი სული მაქვს, როდის მივბეგვავ და ჭკუას ვასწავლი”, - თქვა ცარუკიანმა.