← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] არგენტინა 3:2 ეგვიპტე. დიდი შემოტრიალება არგენტინულად | Lelo.Ge

8 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] არგენტინა 3:2 ეგვიპტე. დიდი შემოტრიალება არგენტინულად | Lelo.Ge

მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი

არგენტინა 3:2 ეგვიპტე

07.07. ატლანტა. “მერსედეს-ბენც სთედიუმი”. 68 239 მაყურებელი

გოლები: 0:1 იბრაჰიმი (15. ატიას პასით), 0:2 ზიკო (67. ჰასანის პასით), 1:2 რომერო (79. მესის პასით), 2:2 მესი (84. მონტიელის პასით), 3:2 ე. ფერნანდესი (90+2. ლ. მარტინესის პასით)

გამოუყენებელი პენალტი: მესი (21)

არგენტინა (4-1-3-2): ე. მარტინესი 6.0* - მოლინა 6.8 (73. მონტიელი 7.1), რომერო 8.1 (90+5. ოტამენდი), ლის. მარტინესი 8.1, ტალიაფიკო 7.0 (66. ნ. გონსალესი 7.0) - პარედესი 8.7 - დე პოლი 7.3 (66. ლ. მარტინესი 7.2), მაკ ალისტერი 6.5, ე. ფერნანდესი 8.6 - მესი 9.2, ხ. ალვარესი 6.4 (90+5. მედინა)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

ეგვიპტე (4-4-2): შობეირი 6.9 - ჰანი 5.4, იბრაჰიმი 6.8, რაბია 6.5, ჰაფეზი 5.8 - აშური 5.8 (46. ფათჰი 6.7), ატია 6.4, ლაშინი 6.3 (90+6. ზიზო), ჰასანი 6.5 (73. ტრეზეგე 6.6) - სალაჰი 5.7, ზიკო 6.8 (80. მარმუში)

მწვრთნელი: ჰოსამ ჰასანი

გაფრთხილება: შობეირი (90+3), ფათჰი (90+4), ატია (90+8)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ლიონელ მესი (არგენტინა)

არბიტრი: ფ. ლეტექსიე (საფრანგეთი)

ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წუთი რჩებოდა, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინის ნაკრები ორი ბურთით აგებდა ეგვიპტესთან და ბევრს ვერაფერს ახერხებდა. მოქმედი ჩემპიონი განწირული ჩანდა…

და აი, სწორედ მაშინ დაიწყო დიდი შემოტრიალება! მთავარი კაცი არგენტინელთა “ქამბექში” სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა ლიონელ მესი. “გენიოსმა” არ შეიმჩნია პირველ ტაიმში გაფუჭებული 11-მეტრიანი და კვლავ ულიდერა ნაკრებს - გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯერ კრისტიან რომეროს გაატანინა, მერე კი თავად შეაგდო უძლიერესი დარტყმით.

მადაზე და ხასიათზე მოსული “ალბისელესტეს” შეჩერება უკვე ურთულესი საქმე იყო. მალე არგენტინელებმა მესამე და გადამწყვეტი გოლიც გაიტანეს - ლაუტარო მარტინესის იდეალურ პასს მძლავრი თავური შეაგება ენცო ფერნანდესმა - 3:2.

არგენტინამ ერთხელაც გაიარა ბეწვის ხიდზე და გაიარა წარმატებით. ეგაა, თამაში არ მოტრიალებულა ტაქტიკური მრავალფეროვნებით. ჩემპიონი იხსნა მესის გენიამ და ტრადიციულმა არგენტინულმა ჟინმა - იმან, რაც ზოგიერთ სხვა ნაკრებს აშკარად აკლია!

ფაქტები

ეგვიპტე და არგენტინა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე. აქამდე, იყო ერთადერთი ამხანაგური მატჩი, რომელიც 2008 წელს გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, 2:0 (სერხიო აგუერო, ნიკოლას ბურდისო) დასრულდა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებზე 8-ჯერ ეთამაშა აფრიკულ გუნდს და ყველა შეხვედრა მოიგო, მათ შორის, მიმდინარე მუნდიალზე ლიონელ სკალონის გუნდმა დაამარცხა ალჟირი (3:0) და კაბო ვერდე (3:2).

არგენტინის ნაკრებმა პირველად წააგო პირველი ტაიმი მიმდინარე მსოფლიო თასზე. ამასთან, მათ პირველად გაუშვეს პირველი გოლი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის იმ მატჩის შემდეგ, რომელშიც არგენტინა საფრანგეთთან 3:4 დამარცხდა.

ლიონელ მესიმ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

იასერ იბრაჰიმი გახდა ყველაზე ასაკოვანი ეგვიპტელი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიტანა. მან ეს შეძლო 33 წლისა და 147 დღისამ.

აქამდე, არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატზე არასოდეს მოეგო ისეთი მატჩი, რომლის პირველი ტაიმი წაგებული ჰქონდა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სულ 10 ასეთი შემთხვევაა.

ლიონელ მესიმ 21-ე გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. ამასთან, ის 8 გოლით მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია.

← მთავარი