← მთავარი
სპორტი

"გვრცხვენია. ბოდიშს ვიხდი" - არდა გიულერი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში თურქეთი პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი დაკარგა.

შეხვედრის შემდეგ თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა არდა გიულერმა მედიასთან ისაუბრა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ქომაგებს 2026 წლის მუნდიალი, რაც შეიძლება სწრაფად დაავიწყდეთ. ჩვენ შესანიშნავ გუნდებში ვთამაშობთ და ეს მოედანზე უნდა აგვესახა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სათქმელი არაფერია. ძალიან ვწუხვართ. გვრცხვენია და ბოდიშს ვიხდი. მომდევნო ტურნირებზე ბოლომდე დავიხარჯებით”, - განაცხადა გიულერმა.

შეგახსენებთ, D ჯგუფიდან პირველი ადგილით ოფიციალურად გავიდა აშშ-ის ნაკრები, ხოლო თურქეთი ბოლო პოზიციაზეა. მეორე ადგილისთვის პარაგვაი და ავსტრალია იბრძოლებენ.

26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში აშშ თურქეთს, პარაგვაი კი ავსტრალიას შეხვდება.თეგები:თურქეთის ნაკრებიარდა გიულერი(1) / (0)

← მთავარი