არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა20:05/15-06-2026+-მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, H ჯგუფში საუდის არაბეთი ურუგვაის დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ეთამაშა. შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე ალ ამრიმ გახსნა. ურუგვაის ნაკრებთან ხიფათი ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა, ვეტერანმა მუსლერამ თავური დარტყმის ხელებში დაფიქსირება ვერ მოახერხა და ბურთი ალ ამრის მიუვიდა ამ უკანასკნელმა კი გოლის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმში ურუგვაი დომინირებდა, მაგრამ მომენტების გამოყენებას ვერ ახერხებდა. მე-80 წუთზე მაქსიმილიანო არაუხომ ანგარიში გაათანაბრა და ურუგვაის ნაკრები მარცხისგან იხსნა. მეორე ტურში, 21 ივნისს ესპანეთი საუდის არაბეთს, 22 ივნისს კი ურუგვაი კაბო-ვერდეს შეხვდება. მაიამი. „ჰარდ როკი“ საუდის არაბეთი - ურუგვაი 1:1 გოლები: 1:0 ალ ამრი (41), 1:1 არაუხო (80)თეგები:ურუგვაის ნაკრებისაუდის არაბეთის ნაკრები(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ