← მთავარი
სპორტი

მერი არაბიძემ ბათუმის ჭადრაკის ევროჩემპიონატზე ერთპიროვნული ლიდერი დაამარცხა

1 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
მერი არაბიძემ ბათუმის ჭადრაკის ევროჩემპიონატზე ერთპიროვნული ლიდერი დაამარცხა

ბათუმში გამართულ ქალთა ჭადრაკის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-7 ტურში მერი არაბიძემ (2023 წლის ევროჩემპიონი) ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერს, უკრაინელ ანასტასია ჰნატიშინს, თეთრი ფიგურებით 99-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

შვიდი ტურის შემდეგ სამ მოჭადრაკეს 6-6 ქულა აქვს: ანასტასია ჰნატიშინი (უკრაინა), მერი არაბიძე და საბრინა ვეგა გუტიერესი (ესპანეთი). ვეგა გუტიერესმა ამ ტურში ევროპის 2024 წლის ჩემპიონ ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი) დაამარცხა.

ქართველებიდან წარმატებული ტური ჰქონდა ბელა ხოტენაშვილს — მანაც თეთრებით უკრაინელი ჰრებენშჩიკოვა სძლია და 5 ქულა მოაგროვა. ლელა ჯავახიშვილი ლაურა უნუკს (სლოვენია) წააგო. სხვა ქართველი მონაწილეები — ჭარხალაშვილი, კირთაძე, ხუხაშვილი, მგელაძე — ამ ტურშიც წაიგეს.

მე-8 ტურის ძირითადი დაწყვილება ლიდერებს შორის: ვეგა გუტიერესი — არაბიძე; ჰნატიშინი — ბადელკა (ავსტრია); ანა-მაია კაზარიანი — ბელა ხოტენაშვილი.

← მთავარი