← მთავარი
საზოგადოება

App Store-მა VKontakte, Mail.ru და VK Holding-ის აპლიკაციები წაშალა

25 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
App Store-მა VKontakte, Mail.ru და VK Holding-ის აპლიკაციები წაშალა

VK ჯგუფის აპლიკაციები რუსული App Store-დან გაქრა, მათ შორის სოციალური ქსელი VK, VK Music, VK Messenger და VK Video. Apple-მა App Store-დან ასევე ამოიღო Mail.ru, Odnoklassniki და Zen. VK-ს პრესსამსახურმა განუცხადა Forbes-ს, რომ ჯგუფის აპლიკაციები Apple-მა გაფრთხილების გარეშე წაშალა. რუსული მედია წერს, რომ VK არ ყოფილა სანქცირებული. თავისი ქმედებებით, Apple ზღუდავს რუსი მომხმარებლების წვდომას პოპულარულ სერვისებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ათობით მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ Apple-ის ეს ქმედებები რუსი მომხმარებლების მიმართ არის ა მიუღებელი”, — აცხადებს VK. კომპანიამ დაამატა, რომ ჯგუფის ყველა აპლიკაცია, რომელიც ადრე იყო დაინსტალირებული სმარტფონებსა და Apple მოწყობილობებზე, გააგრძელებს მუშაობას. VK აპლიკაციები Android-ის მომხმარებლებისთვის სრულად ხელმისაწვდომია. ივნისის დასაწყისში, მესინჯერის აპლიკაცია Max წაშალეს App Store-დან.

← მთავარი