← მთავარი
სპორტი

საქართველოს წყალბურთის ჩემპიონი „აპოლო” — 21 მატჩი, 21 გამარჯვება

23 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
საქართველოს წყალბურთის ჩემპიონი „აპოლო” — 21 მატჩი, 21 გამარჯვება

თბილისის „აპოლომ” 2025-2026 წლების ეროვნულ ჩემპიონატში ყველა 21 მატჩი მოიგო და ზედიზედ საქართველოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

გადამწყვეტ, ბოლო ტურში „აპოლომ” ქვეყნის პირველობის ტრადიციული კონკურენტი „დინამო” 19:10 დაამარცხა (5:2, 3:3, 4:2, 7:3). „დინამომ” 54 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„არენამ” 43 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. შემდგომ ადგილებზე გავიდნენ „თბილისი” (38), „ოლიმპი” (23), „ლაგუნა-ვერე” (22), „იმერი” (9) და „ლოკომოტივი” (0 ქულა).

ეროვნულ ჩემპიონატში რვა გუნდი ჩაება, შეჯიბრებები სამ წრედ გაიმართა.

← მთავარი