სკანდალი ოკუპირებულ აფხაზეთში: ყაბარდოელები „პასპორტს” ითხოვენ, „ხელისუფლება” უარს ამბობს
ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე დისკუსია გაჩნდა რეპატრიანტების საკითხზე. ამჯერად საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეებს ყაბარდო-ბალყარეთიდან, რომლებიც თავს აბაზური წარმომავლობის პირებად მიიჩნევენ და „აფხაზეთის მოქალაქეობასა” და „პასპორტებს” ითხოვენ. ე.წ. ხელისუფლება მათ უარს ეუბნება, რის გამოც ათობით სარჩელი ე.წ. სასამართლოებშია შეტანილი.
ოპოზიციური ტელეგრამარხი „აიაშარა” სტატიების სერიაში წერს, რომ 2024-2026 წლებში ჩრდილოკავკასიელ რეპატრიანტებზე „აფხაზეთის პასპორტის” გაცემა პრაქტიკულად შეჩერებულია. ე.წ. შსს-მ 80-ზე მეტ ადამიანს უარი განუცხადა; მხოლოდ 20 რეპატრიანტმა მიიღო „პასპორტი”, ხოლო რამდენიმეს სარჩელი სოხუმის ე.წ. სასამართლოში განიხილება.
ასეთი სარჩელის ერთ-ერთი ავტორია ალბერდ ივანოვი, რომელიც დიდი ხანია „აფხაზურ პასპორტს” ითხოვს. მისი თქმით, მისი წინაპრები მე-19 საუკუნეში, მუჰაჯირობის დროს, ყაბარდოში მოექცნენ, სადაც მათ აბაზინებს ნაცვლად ყაბარდოელებად ჩაწერეს.
„კვირის პალიტრა” ოპოზიციური ტელეგრამარხის სტატიებზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. ხელისუფლება ოფიციალური მონაცემებით პასპორტების გაცემას ადასტურებს, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ამ ციფრებს სადავოდ ხდიან.
საკითხი მგრძნობიარეა — ოკუპირებული ტერიტორიის „ხელისუფლება” ფაქტობრივად ბლოკავს ჩრდილოკავკასიელ, კერძოდ, ყაბარდო-ბალყარელ პირთა ჩამოსახლებას, რომლებიც ისტორიულ სამშობლოდ სოხუმს მიიჩნევენ.