← მთავარი
მსოფლიო

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე წვდომა დახურა აშშ-ის ხელისუფლების მითითებით

13 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე წვდომა დახურა აშშ-ის ხელისუფლების მითითებით

აშშ-ის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით დაავალდებულა კომპანია Anthropic-ი, უცხოელებს, მათ შორის თავად კომპანიის უცხოელ თანამშრომლებს, წვდომა აუკრძალოს თავისი ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მძლავრ მოდელებზე - Fable 5-სა და Mythos 5-ზე. ამის შესახებ კომპანია იტყობინება თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.Anthropic-ის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ აშშ-ის ხელისუფლებისგან მოთხოვნა 12 ივნისს მიიღეს.„იძულებული ვართ, დაუყოვნებლივ გავუთიშოთ Fable 5-სა და Mythos 5-ზე წვდომა ჩვენს ყველა კლიენტს, რათა დავიცვათ მოთხოვნა,“ აღნიშნეს მათ.კომპანიის თანახმად, ადმინისტრაციის დირექტივაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა საფრთხეების თავიდან აცილებას ეხება წვდომის შეზღუდვა. როგორც Anthropic-ში ვარაუდობენ, შეზღუდვის საბაბი შეიძლება იყოს ცნობები Fable 5-ის პროგრამის სავარაუდო გატეხის შესახებ.როგორც Deutsche Welle იტყობინება, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ანალოგიური მოთხოვნები სხვა კომპანიებსა და ამ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებსაც რომ წაუყენოს, ეს „ფაქტობრივად გააჩერებდა ხელოვნური ინტელექტის ყველა დეველოპერის ნებისმიერი ახალი მოდელის დანერგვას“.Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელებს, მათ შორის Mythos-ს, თეთრი სახლის მხრიდან ქაოსური რეაქცია მოჰყვა, იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal (WSJ). საქმე ისაა, რომ ამ მოდელებს დამოუკიდებლად ძალუძთ პროგრამულ უზრუნველყოფაში სუსტი ადგილების პოვნა და თეორიულად შეუძლიათ განახორციელონ კიბერთავდასხმები, რომლებთან გამკლავების უნარიც არ შესწევთ მცირე ზომის ქალაქებს. ამან შესაძლოა, მაგალითად, ასეთ დასახლებებში დააბრკოლოს ბანკების, საავადმყოფოებისა და წყალმომარაგების კომპანიების მუშაობა.WSJ-ის მიხედვით, ამჟამად თეთრ სახლში ეჭვი ეპარებათ ხელოვნური ინტელექტის განვითარების დაჩქარების თაობაზე არჩეული კურსის სისწორეში და განიხილავენ ყველაზე მოწინავე მოდელებზე კონტროლის პროცედურების შემუშავებას.Anthropic-მა 9 ივნისს წარმოადგინა ორი ახალი მოდელი, Fable 5 და Mythos 5. პრესრელიზის თანახმად, ისინი გამორჩეულ ეფექტიანობას აჩვენებენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, ინფორმაციით მუშაობა, კომპიუტერული ხედვა და სამეცნიერო კვლევა.

ასევე ნახეთ

Claude-ის შემქმნელები გამოდიან მოწოდებით შეჩერდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება

← მთავარი