← მთავარი
საზოგადოება

ივნისის ანომალიურ სიცხეს ესპანეთში 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

1 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ივნისის ანომალიურ სიცხეს ესპანეთში 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

გასულ კვირას ევროპაში დაფიქსირებულ ანომალიურ სიცხეს, ოფიციალური მონაცემებით ესპანეთში1 028 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევებს.

ოთხშაბათს ოფიციალურმა პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ესპანეთში 1 000-ზე მეტი სიკვდილის მიზეზი სწორედ ის სიცხის ტალღა გახდა, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანამ ისტორიაში წელიწადის ყველაზე ცხელი პირველი ექვსი თვე დააფიქსირა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს, “Aemet“-ის ცნობით, ეს რიცხვი ორჯერ მეტია 2025 წლის ივნისის მაჩვენებელზე, როდესაც სიცხეს 407 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისი, დაკვირვების ისტორიაში, მანამდე ყველაზე ცხელ ივნისად ითვლებოდა. სააგენტოს ინფორმაციით 2026 წლის პირველი ექვსი თვე ესპანეთში ასევე რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა. ტემპერატურა ამ დროს ნორმაზე საშუალოდ 1.6°C-ით მაღალი იყო. წყარო

იხილეთ ასევე:

“ჩუმი მკვლელი” ევროპაში: 1300-ზე მეტი დაღუპული და რეკორდული 41.7 გრადუსი - რატომ აღმოჩნდა კონტინენტი “ჯოჯოხეთურ” ალყაში?

← მთავარი