სპორტი
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
“დინამო თბილისის”აკადემიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბის 17 წლის ნახევარმცველი ანდრია კვირიკაძე კარიერას ლიგა 1-ის ბინადარ “პარიზში” განაგრძობს.
ქართულ და ფრანგულ გუნდს შორის ახალგაზრდა შემტევზე სატრანსფერო შეთანხმება შედგა. ფეხბურთელმა ლიგა 1-ის გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კვირიკაძე “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში არ უთამაშია.
თეგები:
ანდრია კვირიკაძე
გაზიარება:
(0) /
(0)