← მთავარი
სპორტი

La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, ქართველი ტალანტის შეძენა "იუვენტუსს" და "არსენალს" სურთ - რა არის ცნობილი 17 წლის ანდრია ბართიშვილზე?

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, ქართველი ტალანტის შეძენა

La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, 17 წლის ქართველი ტალანტის, ანდრია ბართიშვილის შეძენით ტურინის “იუვენტუსი” და ლონდონის “არსენალი” ინტერესდებიან. გამოცემის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები “არსენალთან”.

17 წლის ანდრია ბრთიშვილი საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრების წევრია. ის იჯარის წესით “იბერიაში” თამაშობს. როგორც ეროვნულ ასაკობრივ ნაკრებში, ასევე კლუბში, ბოლო 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

“ტრანსფერმარკეტზე” გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, ანდრიას სიმაღლე 170 სმ-ია, თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე და ორივე ფეხით თანაბრად კარგად. ფეხბურთელს შეუძლია როგორც მარცხენა შემტევ ნახევარმცველად, ასევე მარჯვენა ნახევარმცველად თამაში, თუმცა მისი ძირითადი პოზიცია, შემტევი შუა ნახევარდაცვაა. ანდრია ბართიშვილის ღირებულება 1,5 მილიონი ევროა.

← მთავარი