← მთავარი
სპორტი

„სიტიმ“ ანდერსონი შეიძინა. 2026 წლის ზაფხულის TOP10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
„სიტიმ“ ანდერსონი შეიძინა. 2026 წლის ზაფხულის TOP10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი | Lelo.Ge

„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა „ნოტინგემიდან“ ნახევარმცველ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერი.

23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება, უკვე გაიარა კანზას-სიტიში სამედიცინო შემოწმება. გარიგების საბოლოო გაფორმება ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნების შემდეგ მოხდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 135 მილიონი ევრო შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ „სიტის“ ახალწვეული ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს, რომელიც თავის დროზე „დორტმუნდიდან“ „რეალში“ 130 მილიონ ევროდ გადავიდა.

ანდერსონი - „ნიუკასლის“ აღზრდილია, „ნოტინგემში“ 2024 წელს 15 მილიონ ფუნტად გადავიდა. გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ანდერსონის ტრანსფერი, ჯერჯერობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა. მეორე ადგილზეა რეიტინგში პორტუგალიელი მატეუშ ფერნანდეში, რომელიც „ტოტენჰემმა“ „ვესტ ჰემიდან“ 99 მილიონ ევროდ გადაიყვანა.

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ტოპ-ათეულში ინგლისური პრემიერლიგის კლუბების შვიდი ახალწვეულია, ორი ლა ლიგადან და ერთი - სერია A-დან.

2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის რეიტინგი ასე გამოიყურება:

ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემი-მანჩესტერ სიტი) - 135 მლნ მატეუშ ფერნანდეში (ვესტ ჰემი-ტოტენჰემი) - 99 მლნ ენტონი გორდონი (ნიუკასლი-ბარსელონა) - 80 მლნ გონსალო რამუში (პსჟ-მილანი) - 74 მლნ ჟერემი ჟაკე (რენი-ლივერპული) - 63,6 მლნ იან-პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი-ტოტენჰემი) - 60 მლნ მარკო პალესტრა (ატალანტა-ჩელსი) - 57 მლნ მარკ კუკურელია (ჩელსი-რეალი) - 55 მლნ პიერო ინკაპიე (ლევერკუზენი-არსენალი) - 52 მლნ ჟეოვანი კენდა (სპორტინგი-ჩელსი) - 50,7 მლნ

← მთავარი