"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვანდერლეი ლუშემბურგომ თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის, მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელ ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი:
„ანჩელოტიმ შემადგენლობის შერჩევისას და თამაშისას გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომები დაუშვა, ამიტომ მეექვსე ვარსკვლავის მოპოვების შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. პრობლემა უფრო ღრმაა. ის რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა უკვე გაანადგურებდა და პროექტს ჩაგდებულად გამოაცხადებდა. უცხოელებთან მიმართებაში ყოველთვის ნახულობენ გამამართლებელ არგუმენტებს, თვალს ხუჭავენ მომხდარზე და ისეთ მოთმინებას იჩენენ, რასაც ბრაზილიელისადმი არ გამოიჩენდნენ.
კმარა უცხოელების უკეთესად მიჩნევა. ბრაზილიურ ფეხბურთს მეტი ბრაზილიურობა, თვითმყოფადობა, საკუთარი თავის რწმენა სჭირდება. კმარა ეს სირცხვილი. მეგობრებო, იდენტურობა დავკარგეთ და ამიტომ ჩვენ ყველანი დავმარცხდით“.