← მთავარი
საზოგადოება

ანანო მღებრიშვილი სრული, $420 000-იანი დაფინანსებით აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელ Cornell University-ში ჩაირიცხა - "ეს გზა სავსე იყო უამრავი დაბრკოლებით"

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ანანო მღებრიშვილი სრული, $420 000-იანი დაფინანსებით აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელ Cornell University-ში ჩაირიცხა -

ანანო მღებრიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, Ivy League-ის წევრ სასწავლებელ Cornell University-ში ჩაირიცხა. გოგონამ უნივერსიტეტისგან სრული, $420 000-იანი დაფინანსება მოიპოვა და ის სწავლას Statistical Science-ის მიმართულებით აგრძელებს. ანანო ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია. “ეს გზა სავსე იყო უამრავი დაბრკოლებით, თუმცა მეგობრების, მასწავლებლების, ოჯახის წევრებისა და სხვა ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერით, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, შევძელი, რომ ჩამებარებინა ამერიკის Ivy League-ის უნივერსიტეტში უდიდესი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატების მიღწევაში…” - წერს ანანო სოციალურ ქსელში.

← მთავარი