← მთავარი
საზოგადოება

"ნანიკოს ადგილზე გიჩივლებდი ამ სითავხედისთვის" - ანა ბარბაქაძის ვიდეო, რომელიც სოცქსელში დიდი განხილვის საგანია

11 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეომიმართვას, რომელიც კანადაში მცხოვრებმა ანა ბარბაქაძემ ჩაწერა. ვიდეოში ის ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის მაგალითზე დემენციის მქონე მშობლის მოვლის საკითხს ეხება. ვიდეოს ავტორი, ანა ბარბაქაძე, რომელიც თავად უვლის დემენციის დიაგნოზის მქონე დედას, მიიჩნევს, რომ ნანიკო ხაზარაძის მიერ მამის პანსიონატში მოთავსება არასწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, ტელეწამყვანმა ამ ნაბიჯით სამსახურის შენარჩუნება სცადა, თუმცა მოგვიანებით სამსახური მაინც დაკარგა, რაც ავტორის აზრით, გარკვეული კანონზომიერების შედეგია.

ნახეთ რა მოხდა რეალურად, დემენციის მქონე ადამიანი როდესაც შემოდის თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ არ შემოდის, რომ გატკინოს და გაგანადგუროს, პირიქით, ისინი გვტკენენ რომ გავაღვიძოთ ჩვენში არსებული სასწაული.

ნანიკოში არის უდიდესი სასწაული, რომელიც არ არის გაღვიძებული, რომელიც არ იღვიძებს იმიტომ რომ არის კვლავ წარსულში, ემოციურად ვერ გაიზარდა როგორც ვერ გავიზარდე მე და გაურბის თავის თავს, თავის წარსულს. თავის თავთან კომფორტულად არის, ანუ მარტო არის, თუმცა სულ სქროლვაშია, სულ ტელევიზორი. მამამისი იმიტომ იყო დემენციით დაავადებული, რომ მისთვის ტკივილით ესწავლებინა, ის, თუ ვინც სინამდვილეშია. გაეღვიძა მასში არსებული სასწაული. მამამისს უნდა ესწავლა მისთვის მიმღებლობა, წყენის გაშვება, უპირობო სიყვარული მოთმინება და აგრესიის ნდობით ჩანაცვლება, ანუ გადარჩენის რეჟიმიდან გამოსვლა.

ნახეთ, ნანიკომ რა თქვა - რომ მე მამაჩემი ჩავაბარე იმიტომ, რომ ვმუშაობდი და ვერ შევძლებდიო და საკუთარ თავმა რა გაუკეთა. ზუსტად საკუთარმა თავმა დააკარგვინა სამსახური წლების შემდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ეჩვენებინა, რომ სწორი გადაწყვეტილებითაც შესაძლებელი იყო სამსახურიდან წამოსვლა და ცხოვრება. ახლა ხომ ცხოვრობს სამსახურის გარეშე, ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ახლა ახლა ნეგატიური კუთხით საკუთარმა თავმა აჩვენა, რომ თუ ემოციურად არ გაიზრდები, შემიძლია როგორც აგაშენო, ისევე დაგანგრიო, ახლა დესტრუქციისკენ, ნგრევისკენ არის წასული მისი ცხოვრება.

როდესაც მისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მამას არ ჩააბარებდა, წამოვიდოდა სამსახურიდან, დაუჯდებოდა მამას, მოუვლიდა, ისწავლიდა, გაიზრდებოდა ემოციურად და გაიღვიძებდა მასში არსებული სასწაული. ასე ნგრევით არ წამოვიდოდა სამსახურიდან, არამედ პოზიტიურად ადამიანებს სწორ მაგალითებს, სწორ მაგალითს მისცემ და სწორი მართალი ქცევის მოდელს აჩვენებდა.

ვიდეო საკმაოდ ვრცელია და უამრავი კომენტარი აქვს. მკითხველები წერენ, რომ ტელეწამყვანის ადგილზე მსგავსი შეფასების გამო უჩივლებდნენ.

“ნანიკოს ადგილზე გიჩივლებდი ამ სითავხედისთვის. ვინ ხართ თქვენ, რომ ასე საჯაროდ განიკიცხავ ქალბატონს?! თქვენ რას აკეთებთ ახლა უფრო მეტად არ ანადგურებთ ადამიანს? მას მისი ცხოვრება აქვს და საკუთარ არეულ ემოციებს მიხედეთ ყველამ! რამდენად გაბოროტდით ხალხი! დედას უვლის თურმე და სხვა რატომ ვერ უცვლის პამპერსს. ფსიქოლოგთან მიდით, ნანიკო იმედია მიგაღებინებს ამისთვის საკადრის…“

„ძალიან არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის დაწერა, თუმცა, თუ ნანიკოზე კომენტარის გაკეთების უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, ესე იგი თქვენც მზად ხართ. არ შევალ იმ ემოციურ ჭრილში, რომ ვინმე განვსაჯო, სწორად მოიქცა თუ არა, მაგრამ ერთი შედარება რომ გავაკეთოთ, თუ ავად არის ადამიანი და მიგვყავს ექიმთან და ეს ნორმალურია, რატომ არის დემენციის პრობლემების დროს ამის გაკეთება ნორმიდან გადახვევა? დიახ, ზოგიერთი წლობით ცხოვრობს პალატაში, როცა მის ჯანმრთელობას ჭირდება. ნუთუ ასეთი მარტივი იყო ნანიკოს მამის დიაგნოზი, რომ მეთვალყურეობა თავის თავზე აეღო?შეხედეთ ჯერ საკუთარ თავს და მერე ნანიკოს, მიხვდებით ვინ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, თქვენ არ გაქვთ არც ჯანსაღი იერი და არც ჯანმრთელი გამოხედვა.“

„ნანიკომ შეუძლებელი შეძლო… მამას მიხედა ისე, როგორც ბევრს არ შეუძლია… თუ თქვენ დედას უვლით, ეს იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ ასე და არა იმ საზოგადოებას, ვისაც მიმართავთ.. ნუ ავლებთ პარალელებს ნანიკოსთან… ნანიკოს ფსიქიკა შეინარჩუნა მამის ცუდად ყოფნისასაც, მისი დაკარგვის შემდეგაც და სამსახურის დაკარგვის მერეც…მაპატიეთ და თქვენ ფსიქოლოგიურად გიჭირთ უკვე.. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ…ნანიკოს გაკეთებული ან გაუკეთებელი საქმეები არ არის თქვენი საკეთებლის საზომი…“

„მამიდაჩემს აქვს დემენცია, აუარებელი წვალების შემდეგ, არაერთი მომვლელის გამოცვლის შემდეგ, თბილისში ერთ ერთ პანსიონში მიიყვანეს. თვეში 3500 ლარს იხდიან იდეალურ გარემოშია, ეგეთ ყურადღებას ვერასოდეს მიქცევდნენ შვილები. შვილებიც ყოველ დღე მიდიან ნახულობენ. უბრალოდ ან სახლში უნდა იყო და მოუარო, სახლში ჯდომით თუ ვინმე გარჩენს ძალიან კარგია, საქართველოში მარტივი არაა მაღალანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვა…“

„რა გინდათ? ნანიკოზე უკეთესი ხართ რადგან მამა ჩააბარა პანსიონში და თქვენ დედას თვითონ უვლით?მეტი არაფერს ემსახურება თქვენი ვიდეო.ზედმეტი მოგდით,რა უფლებით საუბრობთ სხვის ცხოვრებაზე ასე საჯაროდ.ღმერთზე ლაპარაკის უფლება მხოლოდ იმას აქვს ვინც არ განიკითხავს სხვას და ამპარტავნებაში არ ვარდება!“

← მთავარი