← მთავარი
საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ

2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში მივიღებთ პირველ გემს, — ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაღრმავების და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ყველა პორტისთვის.

„ძალიან გაზრდილია ტვირთნაკადი, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამდენად, საწყის ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გეგმა გულისხმობს უშუალოდ მშრალი და ნაყარი ტვირთების, კონტეინერების საგრძნობლად ზრდას და საკონტეინერო კომპონენტში პარტნიორებთან ერთად გვექნება კონსულტაციები იმისთვის, რომ შევაფასოთ ზრდის დინამიკიდან გამომდინარე ის საჭიროებები, რომელიც პორტს ექნება. რაც შეეხება მოდელს, დიახ, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, ამავდროულად არის ყველაზე აპრობირებული და წარმატებული საერთაშორისო მოდელი. ამ მოდელის საფუძველზე ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში, იქნება პორტის მფლობელი. ეს იქნება ქართული პორტი. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, ეს არ მოხდება წილობრივი თანამონაწილეობით, ეს მოხდება უშუალოდ საპორტო ინფრასტრუქტურის, ამ შემთხვევაში სატერმინალო ინფრასტრუქტურის ოპერირების პირობით. 2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ“, — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო დარჩება ანაკლიის პორტის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ

← მთავარი