← მთავარი
საზოგადოება

რომან გოცირიძე: "ანაკლიის პროექტი შეიძლება მკვდრადშობილ პორტად იქცეს"

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
რომან გოცირიძე:

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების ახალ გეგმებს ეხმაურება. გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში აკრიტიკებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პორტის ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მოწყობას სახელმწიფო საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, უცხოელი ინვესტორის არარსებობა და დროის დაკარგვა პროექტს უმძიმეს პერსპექტივას უქადის.

“ჩინელებმა გადაგვაგდეს, ანაკლიის პორტის აშენებაზე უარი განაცხადეს. დღეს მთავრობამ გვამცნო, რომ თურმე ანაკლიის პორტს თავად ააშენებს. აშენება არის ადვილი, მართვა არის ძალიან ძნელი. კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვის, უცხოელი ინვესტორის არარსებობისა და გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ ანაკლიის პროექტი შეიძლება მკვდარშობილ პორტად იქცეს. აი აქამდე მიგვიყვანა ამ ხელისუფლებამ. ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე და ამ დანაშაულისთვის, გამომდინარე, ძალიან მწარედ დაისჯებიან მათი შემოქმედნი”, — განაცხადა სებ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. მისი თქმით, სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს პორტისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის — დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობას.

← მთავარი