← მთავარი
საზოგადოება

ანა წითლიძე: ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ. ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ანა წითლიძე: ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ. ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს

როგორც ჟურნალისტებმა შემატყობინეს, ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ.

წარმოდგენა არ მაქვს, რომელ კომენტარზეა საუბარი. თუმცა ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მას აქვს სრული უფლება, არ მოვწონდე და ეს იმ ფორმით გამოხატოს, როგორსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ.

ეს სიგიჟე, რაც ახლა მას ქოცებმა დაჯარიმებით დამართეს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და ქოცებს უნდა მოჰკითხოს.

სქროლვის ქოცურ დეპარტამენტს კი მინდა ვუთხრა: ისე ნუ გამიჭირვოს ღმერთმა, რომ ჩემს ღირსებას თქვენ იცავდეთ. გაეშვით ამ ხალხს, რომლებსაც 14 წელია სიძულვილით თქვენვე კვებავთ, და ნუ უზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას.

← მთავარი