ქართველმა სპორტსმენმა ანა ჯაფარიძემ რომში გამართულ პარატაეკვონდოს გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ჯაფარიძემ პირველ ტურში მასპინძელი, იტალიელი სპორტსმენი დაამარცხა. მეორე ეტაპზე კი მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი ვერ გაუძლო მის წინააღმდეგობას.
ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მეტოქე გადალახა — თურქი მერიემ ბეთიულ ჩავდარი, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული და პარალიმპიური თამაშების ორი მედლის მფლობელი.
ანა ჯაფარიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია — 2025 წელს სპორტის სამინისტრომ ის წლის საუკეთესო სპორტსმენების სიაში დაასახელა.