← მთავარი
სპორტი

ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა

14 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ამორიმი

რუბენ ამორიმმა “მილანთან” ხელშეკრულების ყველა დეტალი შეათანხმა და ახლა “როსონერის” გადაწყვეტილებას ელოდება, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.   წყაროს ცნობით, “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელის კონკურენტი “ალ აჰლის” თავკაცი მატიას იასლეა, თუმცა “როსონერი” იასლეს გამოსასყიდი თანხის, 5 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, ამიტომ “მილანის” ჩაბარების მთავარი ფავორიტი რუბენ ამორიმია.   პორტუგალიელის ხელშეკრულება 2029 წლამდე იქნება გათვლილი და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს.   შეგახსენებთ, “შავ-წითლებმა” სერია A-ს გასული სეზონი 70 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულეს და კლუბის ხელმძღვანელობამ მასიმილიანო ალეგრი მწვრთნელის პოსტიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.   რაც შეეხება ამორიმს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” იგი იანვრის თვეში, გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.თეგები:მანჩესტერ იუნაიტედიმილანირუბენ ამორიმი(0) / (0)

← მთავარი