← მთავარი
საზოგადოება

მკვეთრად უარესდება ამინდი - როდემდე იქნება ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა

6 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
მკვეთრად უარესდება ამინდი - როდემდე იქნება ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა

6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში - მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო)” - ნათქვამია ინფორმაციაში.

← მთავარი