← მთავარი
საზოგადოება

"საქართველოში გრილმა ჰაერის მასებმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადმოინაცვლა... ამიტომ შენარჩუნდა სტაბილურად ეს ვითარება" - როგორი ზაფხული გველის წინ

30 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ბოლო პერიოდში საქართველოში არასტაბილურმა ამინდმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რამდენად არის მზად საქართველო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისთვის? - ამ და სხვა კითხვებით გარემოს დაცვის ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ.

დღევანდელი ვითარება ძალიან ჰგავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ეფექტებს. თუმცა, ალბათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც არა ვართ, რადგან ევროპაში გაცილებით გაუსაძლისი სიცხეა. ჩვენ შეიძლება თბილად ჩავიცვათ ან სეტყვას მოვერიდოთ, მაგრამ როდესაც მაღალი ტემპერატურაა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევა. წელს ამ მხრივ გაგვიმართლა, თუმცა ზაფხული ჯერ წინ არის. მე ამ პროცესებს უფრო მაღალ ატმოსფერულ ფენებში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ჰაერის ნაკადების ცვლილებას დავუკავშირებდი.

ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავი დასავლეთისკენ ფრენას უფრო დიდ დროს ანდომებს, ვიდრე აღმოსავლეთისკენ, როდესაც ევროპიდან შინ ვბრუნდებით. კლიმატის ცვლილების გამო შესაძლოა ეს ჰაერის ნაკადებიც ნელდებოდეს. ევროპაში სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასები ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება - ესპანეთიდან და საფრანგეთიდან ბრიტანეთამდეც აღწევს. საქართველოში, პირიქით, ჩრდილოეთიდან, გრილმა ჰაერის მასებმა სამხრეთისკენ გადმოინაცვლა. სწორედ ამიტომ შენარჩუნდა სტაბილურად ეს ვითარება რამდენიმე თვის განმავლობაში.

წაიკითხეთ ასევე:

“სამხრეთ კავკასიისკენ მოსალოდნელია გარკვეული წყალდიდობები და ანომალიები” - რა ელოდება საქართველოს: გლობალური დათბობის ექსპერტი კლიმატურ ცვლილებებზე

“ჩუმი მკვლელი” ევროპაში: 1300-ზე მეტი დაღუპული და რეკორდული 41.7 გრადუსი - რატომ აღმოჩნდა კონტინენტი “ჯოჯოხეთურ” ალყაში?

← მთავარი