← მთავარი
საზოგადოება

წვიმა, ელჭექი და სეტყვა — სინოპტიკოსები საქართველოს ნალექიანი ამინდის პროგნოზს ასახელებენ

9 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
წვიმა, ელჭექი და სეტყვა — სინოპტიკოსები საქართველოს ნალექიანი ამინდის პროგნოზს ასახელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან კი — სეტყვა.

სინოპტიკოსების პროგნოზი რეგიონების მიხედვით:

თბილისი: ღამე და საღამო — ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის ტემპერატურა: +27, +29°C.

სანაპირო რაიონები (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9–10 ივნისს — თბილი, უმეტესად უნალექო; 11 ივნისს — წვიმა. დღის ტემპერატურა: +25, +27°C.

დასავლეთ საქართველოს დაბლობი (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9–10 ივნისს — ცალკეულ, 11 ივნისს — უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის ტემპერატურა: +28, +30°C.

დასავლეთ საქართველოს მთები (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, სახჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის ტემპერატურა: +26, +28°C.

მაღალმთიანი დასავლეთი (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის ტემპერატურა: +21, +23°C.

ქართლი (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის ტემპერატურა: +28, +30°C.

კახეთი (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის ტემპერატურა: +27, +29°C.

აღმოსავლეთ საქართველოს მთები (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. დღის ტემპერატურა: +25, +27°C.

მაღალმთიანი აღმოსავლეთი (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა. დღის ტემპერატურა: +17, +19°C.

← მთავარი