საზოგადოება
29-30 მაისს ნალექი, ძლიერი ქარი და შტორმი — გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე ნალექი, ზოგჯერ ძლიერი, მოსალოდნელია. შესაძლოა ელჭექი და სეტყვა. იქრიოლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის თბილისში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი ელოდება.
სააგენტოს გაფრთხილების მიხედვით, მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს მდინარეების წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში — მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. საფრთხის დონე საშუალოდ შეფასებულია.
სააგენტო მოსახლეობას ფრთხილ ყოფნას ურჩევს.