Wolt-ის საფეხბურთო ზაფხულის კამპანიაში მსხვილი ბრენდები ერთიანდებიან
ამ ზაფხულს, როდესაც ფეხბურთი მსოფლიოს მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს, Wolt საქართველო მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს, სეზონურ აქციებსა და პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს, რათა თითოეული მატჩის ყურება უფრო კომფორტული გახდეს.
მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად მატჩის ყურებისას მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ მრავალფეროვანი არჩევანი საკვების, სურსათის, სნექების, სასმელებისა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების კატეგორიებში და ყველაფერი სასურველ მისამართზე მიიღონ.
ფეხბურთის სეზონის განმავლობაში Wolt-ის პლატფორმაზე 30%-მდე ფასდაკლება იქნება სხვადასხვა კატეგორიაში. ივნისისა და ივლისის განმავლობაში კამპანიის ფარგლებში სპეციალურ შეთავაზებებს არაერთი ცნობილი ბრენდი მოამზადებს. აქციაში მონაწილეობენ McDonald’s, Carrefour, Europroduct, Goodwill, Gastronome, ასევე Coca-Cola-სა და PepsiCo-ს პორტფელში შემავალი ბრენდები.
კამპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wolt-ის ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, სუპერმარკეტებს, მაღაზიებსა და სხვა საცალო ობიექტებს. სწრაფი მიტანის სერვისი, ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების ფართო არჩევანი და სეზონური შეთავაზებები Wolt-ს საფეხბურთო ზაფხულის პარტნიორად აქცევს.