საზოგადოება
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტპაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
სილქნეტმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, როუმინგის არეალი გააფართოვა და ახალი მიმართულებები დაამატა. მომხმარებელი „როუმინგ პასის“ ინტერნეტპაკეტებს აშშ-ის, მექსიკისა და კანადის მიმართულებითაც ჩაირთავს.
კოდით *133# ან MySilknet აპლიკაციით სილქნეტის აბონენტები შეიძენენ სასურველი მოცულობის ინტერნეტს შემდეგი პირობებით: 1 GB 7 დღით — 9 ₾; 2 GB 7 დღით — 15 ₾; 4 GB 14 დღით — 25 ₾; 7 GB 14 დღით — 45 ₾; 10 GB 14 დღით — 55 ₾.
კომპანიის ცნობით, სილქნეტი აგრძელებს ქვეყნების დამატებას „როუმინგ პასის“ მომსახურებაში.