← მთავარი
საზოგადოება

„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ — McDonald's საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო

10 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ — McDonald's საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო

FIFA მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო. კამპანიის მთავარი იდეა იმ ენერგიის გაზიარებაა, რომელიც ფეხბურთს მსოფლიოს ყველაზე ემოციურ მოვლენად აქცევს.

გლობალური პარტნიორის სტატუსით, McDonald’s მსოფლიო თასს სპეციალური შეთავაზებებით, კოლექციური ნივთებით, ინტერაქციული აქტივობებითა და ფეხბურთის კულტურასთან დაკავშირებული გამოცდილებებით ხვდება. კამპანიაში მონაწილეობენ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები და ლეგენდები: Lamine Yamal, Son Heung-min, Thierry Henry, David Beckham და Ronaldinho. სპეციალურად ჩემპიონატისთვის შეიქმნება მათი გამოსახულებებით გაფორმებული საკოლექციო ჭიქებიც.

მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებს გრიმასი — მაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, იასამნისფერი ფუმფულა პერსონაჟი — და გულშემატკივრებს ფეხბურთთან დაკავშირებულ თამაშებში ჩართავს. აქტივობის მთავარი გამოწვევა იქნება „გაუტანე გრიმასს გოლი“, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად მინი ბურთები გადაეცემათ.

ჩემპიონატის ატმოსფერო რესტორნებშიც გადმოინაცვლებს — ისინი მოირთვება მონაწილე ქვეყნების დროშების ვიზუალით, ხოლო თანამშრომლები თემატური კოსტიუმებით მოემსახურებიან სტუმრებს. შერჩეულ რესტორნებში სპეციალური სათამაშო მოედნებიც განთავსდება.

კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ციფრული გამოცდილებაც — მაკის აპში ერთგული მომხმარებლები ყოველდღიურად ითამაშებენ, შეასრულებენ დღის ჩელენჯებს და მიიღებენ განსაკუთრებულ შეთავაზებებს. კამპანია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გაგრძელდება.

← მთავარი