← მთავარი
საზოგადოება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია

11 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ელექტრომობილების ყველაზე მასშტაბური გამოფენის, EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია, რომელიც 13-14 ივნისს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა „მართე ცვლილებები“. სტუმრებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში იხილონ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების პრემიუმ კლასის ელექტრომობილები, ჭკვიანი ტექნოლოგიები და ტესტ-დრაივის სივრცე.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში დამკვიდრდა ელექტრომანქანების მოხმარების გამოცდილება. იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებსაც ელექტრომანქანების დაზღვევა სურთ, ყოველდღიურად იზრდება. „ალდაგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელშიც ყველაზე მეტი ელექტრომანქანაა დაზღვეული. ვცდილობთ, მძღოლებს ელექტრომანქანებზე მორგებულ სადაზღვევო პირობებთან ერთად მეტი კომფორტი შევთავაზოთ“, — აცხადებენ კომპანიაში.

„ალდაგში“ ელექტრომანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ. სადაზღვევო პრემია სხვადასხვა ფაქტორისა და მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება და ფარავს ყველა შესაძლო რისკს: ავტოსაგზაო შემთხვევას, გარეგან დაზიანებას, ელემენტების შეკეთებას ან შეცვლას, სტიქიას (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმს, ქურდობას, ძარცვასა და ხანძარს. ელექტრომანქანების დაზღვევისა და ანაზღაურების მიმართულებით კომპანიაში ცალკე გუნდი მუშაობს.

← მთავარი