← მთავარი
საზოგადოება

მეცნიერები: ალუბლის წვენი ამცირებს „ცუდ” ქოლესტერინს და ანთებას

30 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
მეცნიერები: ალუბლის წვენი ამცირებს „ცუდ” ქოლესტერინს და ანთებას

ჩვეულებრივი ალუბლის წვენი ეფექტურად იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს ინსულტის რისკს. ამ დასკვნას დელავერის უნივერსიტეტის მეცნიერები მიდიან — მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი 65–80 წლის მოხალისეებთან, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად სვამდნენ მჟავე ალუბლის წვენს.

შედეგები შთამბეჭდავია: „ცუდი ქოლესტერინი” 11%-ით შემცირდა, ანთების მთავარი მარკერი (C-რეაქტიული ცილა) კი — 25%-ით. გარდა ამისა, კლდა ოქსიდანტური სტრესი და გააქტიურდა OGG1 გენი, რომელიც დნმ-ის აღდგენაზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Express წერს.

დიეტოლოგი შიო ჩინგ ჩაი ამბობს, რომ „მონმორანსი” ჯიშის მჟავე ალუბლის წვენი — 450 მლ დღეში (ორ ჭიქაზე გადანაწილებული) — სულ 181 კალორიას და 34 გ ბუნებრივ შაქარს შეიცავს, რაც ბევრ სხვა ხილის წვენზე ნაკლებია. 12-კვირიანი ექსპერიმენტის არც ერთ მონაწილეს არ შეცვლია წონა, ინსულინის დონე ან ინსულინმდგრადობა.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალუბლის წვენი ძალიან მარტივად შეიძლება შეიტანო რაციონში კალორიებისა და შაქრის ზედმეტი ზრდის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელოვნურ სასმელებს ჩაანაცვლებ,” — ამბობს სპეციალისტი. კვლევის მონაწილეთა 94%-მა ეს ჩვევა ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეინარჩუნა.

← მთავარი