← მთავარი
სპორტი

ფაბრიციო რომანო: ხაბი ალონსო „ჩელსიში” გადასვლის გზაზეა

12 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ფაბრიციო რომანო: ხაბი ალონსო „ჩელსიში” გადასვლის გზაზეა

„რეალ მადრიდის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხაბი ალონსო შესაძლოა ამ ზაფხულს „ჩელსის” ჩაიბაროს. გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, ესპანელმა დამრიგებელმა ლონდონური გუნდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.

„არისტოკრატები” მომავალი სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ეძებენ და ორი მთავარი კანდიდატი ჰყავთ: ხაბი ალონსო და „ბორნმუთის” ამჟამინდელი მწვრთნელი ანდონი ირაოლა.

ადრე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ალონსოს „ლივერპულის” ჩაბარება სურდა, თუმცა „მერსიაიდელები” ახლანდელ მწვრთნელ არნე სლოტს სრულ ნდობას უცხადებენ. ამ ფონზე, ალონსოს ყურადღება „ჩელსიზე” გადაინაცვლა — ესპანელ მწვრთნელს პრემიერ ლიგაში გამოცდილების გაგრძელება სურს.

← მთავარი