← მთავარი
სპორტი

ალისონი „ლივერპულში” რჩება — მამარდაშვილის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ

26 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ალისონი „ლივერპულში” რჩება — მამარდაშვილის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ

Sky Sports-ის ცნობით, „ლივერპული” ბრაზილიელი მეკარის ალისონ ბეკერის გაყიდვაზე უარს ამბობს. „იუვენტუსი” მას ბოლო პერიოდში მიჰყვებოდა, თუმცა „ლივერპულმა” ეს სცენარი გამორიცხა.

კლუბის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი 32 წლის ვრატარს კვლავ გუნდის მთავარ მეკარედ მიიჩნევს — ახალ სეზონში მისი გამოცდილება გადამწყვეტ ფაქტორად სახელდება.

ამ ფონზე, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილის სიტუაცია გაურკვეველი რჩება. „ლივერპულში” მოსვლის შემდეგ მან მიმდინარე სეზონში სულ 90 წუთი ითამაშა — ფაქტობრივად, მეორე ნომრის როლშია. ვინ, როდის და რა პირობებით გადაწყვეტს მამარდაშვილის მომავალს, ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.

← მთავარი