← მთავარი
სპორტი

ქაოსი ლივერპულში: ალისონის ბედი გაურკვეველია, მამარდაშვილი შესაძლოა „ბრენტფორდთან” ითამაშოს

23 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ქაოსი ლივერპულში: ალისონის ბედი გაურკვეველია, მამარდაშვილი შესაძლოა „ბრენტფორდთან” ითამაშოს

„ბრენტფორდთან” მატჩის წინ ლივერპულის მეკარე ალისონი ვარჯიშზე გამოჩნდა — კლუბმა საიტზეც გამოაქვეყნა ფოტო. თუმცა მისი და მთავარი მწვრთნელი არნე სლოტის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ადგილობრივი მედია ვარაუდებით ტრიალებს.

WinWinAllSports-ის ცნობით, ალისონის გარემოცვა ამბობს, ის გუნდში ბედნიერია და წასვლა არ განიხილება. Thisisanfield-ი კი ატყობინებს, „ბრენტფორდთან” გიორგი მამარდაშვილი ხვდება კარს, და შემდეგ სავარაუდო სტარტ-11-საც ასახელებს: მამარდაშვილი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სალაჰი, სობოსლაი, ვირცი, გაკპო.

Anfield Index-ი ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამატებს, სლოტი ხვალ „ენფილდს” დაემშვიდობება.

სატრანსფერო ექსპერტ ფაბრიციო რომანოს შეფასებით, ბევრი დამოკიდებული იქნება, გაუძლებს თუ არა ალისონი „იუვენტუსის” შეთავაზებას — 2+1 წლის კონტრაქტს.

← მთავარი